ყოველ თვეში არის რამდენიმე დღე, რომელსაც სატანურს უწოდებენ. ისინი არიან იდუმალი ძველი ბერძნული ქალღმერთის, ჰეკატეს – სიბნელის მფარველის კონტროლის ქვეშ. ეს ქალღმერთი აკონტროლებს მთვარეს, რომელიც ასეთ მომენტებში უაღრესად საშიში ხდება ადამიანებისთვის და შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური პროცესები მათ გონებაში. განწყობის ცვალებადობისგან, შფოთვის აუხსნელი გრძნობებისგან, აგრესიის აფეთქებისა და სპონტანური ქმედებებისგან თავის დასაცავად, მნიშვნელოვანია იცოდეთ ეს დღეები და მოიქცეთ სწორად. 2022 წლის დეკემბერში ასეთი დღე ოთხი იქნება.
მთვარის მეცხრე დღე – 1 დეკემბრის ღამე 2 დეკემბრამდე
რთული და არაპროგნოზირებადი დღე, რომელიც ღამურას სიმბოლოს ქვეშ გაივლის. ამ დღეებში ადამიანები ფაქტობრივად ყოველ ნაბიჯზე განიცდიან ღამის მნათობის უარყოფით გავლენას.
ყველაფერი ხელიდან გაგივარდებათ, შეიძლება გაჩნდეს უიმედობისა და აპათიის განცდა, დიდია მოტყუების, ფულის დაკარგვის ალბათობა. მშვიდი ადამიანებიც კი მიდრეკილნი იქნებიან გაღიზიანებისკენ და კონფლიქტებისკენ.
ამ დღეს თქვენ უნდა ეცადოთ, გააკონტროლოთ ემოციები და არ რეაგირებდეთ გარე სტიმულებზე. უმჯობესია, ის სახლში გაატაროთ და ჩვეულებრივი საქმეებით დაკავდეთ.
მთვარის მეთხუთმეტე დღე – 7-დან 8 დეკემბერს გარდამავალი ღამე
ამ დღის სიმბოლოა გველი. იგი ითვლება სიბრძნისა და ეშმაკობის განსახიერებად, ასე რომ, მას შეუძლია ადვილად მოგატყუოთ, შეგიყვანთ პრობლემების საშიშ ლაბირინთში. შესაძლებელია, რომ ამ დღეს თქვენ გვერდით არაკეთილსინდისიერი ადამიანები გამოჩნდნენ.
ნუ დაემორჩილებით პროვოკაციებს, ნუ ენდობით უცხო ადამიანებისგან მიღებულ ინფორმაციას – შეიძლება ყალბი აღმოჩნდეს. აკონტროლეთ ემოციები, ფხიზელი გონება ამ დღეს ძალიან დაგეხმარებათ.
მთვარის ოცდამესამე დღე – 15 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე
ფსიქოლოგიურად რთული დღეა, რომელიც მოქცეულია ნიანგის სიმბოლოს ქვეშ. მას შეუძლია დაარღვიოს თქვენი ყველა გეგმა, გამოიწვიოს უარყოფითი ემოციების უკონტროლო ქარიშხალი და მოგაკლოთ სიცოცხლისუნარიანობა. გექნებათ განცდა, რომ გარშემო მყოფები შეგნებულად გიბიძგებენ კონფლიქტისკენ.
ამ დღისთვის სჯობს არაფერი დაგეგმოთ, გარდა პასიური დასვენებისა, უარი თქვათ ნებისმიერ შეხვედრაზე და მოლაპარაკებაზე, ეცადეთ, ზედმეტი სტრესის ქვეშ არ მოექცეთ.
მთვარის ოცდამეცხრე დღე – 22 დეკემბრიდან 23 დეკემბრამდე
ამ ციკლის ყველაზე საშიში დღე რვაფეხას სიმბოლოს ქვეშ გადის. ამ დღის ენერგიებმა შეიძლება გამოიწვიოს აუხსნელი შფოთვა, გონებრივი შფოთვა, დეპრესია. შეიძლება იგრძნოთ, რომ კარგავთ სიცოცხლისუნარიანობას, განიცდით გაუარესებას, უძილობას და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს.
ეცადეთ, ეს დღე მარტომ გაატაროთ, წაიკითხეთ ან უყურეთ სატელევიზიო შოუებს, ცოტა ხნით გაეთიშეთ გარე სამყაროს, ენერგიის დაზოგვის მიზნით. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და არ ენდოთ არავის.
31 დეკემბრიდან 1 იანვრამდე პერიოდი არ ეხება სატანურ დღეებს, მაგრამ ასევე შეიცავს გაზრდილ ენერგეტიკულ საფრთხეს, რადგან ახალი წლის დადგომასთან ერთად ბევრი იწყებს ტრანსფორმაციას. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საახალწლოდ ყურადღებით გაითვალისწინოთ თქვენი მდგომარეობა, გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ახლობლებს.
წყარო : https://primetime.ge/