22 Views
პრაიმ ჰაუსის მონაწილე ლენუკა ყიფშიძე აუთსაიდერია. დარჩება თუ არა პროექტში ამას, ხვალ შაბათის ლაივის დროს გავიგებთ.
როგორც გაირკვა, ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.
„მეგობრებო, ბევრი მწერს, რატომ არ ვარ პროექტში. გუშინ გამომიშვეს სახლში, შაბათს რომ მივიდე ცოცხალი, სახლში ვარ. წამლებს ვსვამ, გადასხმა გამიკეთეს, რომ გამოვჯანმრთელდე ძალიან მალე. დიდი მადლობა მოკითხვისთვის…“ – დაწერა ლენუკა ყიფშიძე, რომელიც „პრაიმ ჰაუსში“ აღარ ჩანს.