29 Views
ერთი მსახიობის თეატრი გრძელდება. ხვალ, სასამართლო სხდომაზე, დაგეგმილია საჩვენებელი გულყრა, წნევის აწევა/ვარდნა, იატაკზე ფართხალი, დუჟმორეულის ბოდვა, სიკვდილის წინა რიტუალის ჩატარება და გულშემატკივართა შეშფოთებ-აღშფოთების იმიტაცია.
დღეს, პრემიერის წინ, გაიმართა გენერალური რეპეტიცია: მიშას მიმართვა, შესრულებული ქართული დამწერლობის შექმნამდე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაუდგენელ საუკუნეში, ბატიფეხური იეროგლიფებით.👇
ყველა ბილეთი გაყიდულია…
👀
P.S. ვინც უგზო-უკვლოდ არ განათლდით და ვერ კითხულობთ მომაკვდავი გედის წერილს, იხილეთ თარგმანი:
“მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას! მიყვარხართ”.
მაია ელოშვილი, ფილოლოგი; სოციალური ქსელი