POSTV: “„ლეგიონი“ ნამდვილად სთავაზობს ქართველებს უკრაინაში, საომარ მოქმედებებში ჩართვას, თანხის სანაცვლოდ 45 000 გრივნა თვეში, რაც მათივე თქმით 2 000 აშშ დოლარზე მეტია” 

0
695
26 Views
გვრდი POSTV – ანალიტიკა სოციალურ ქსელში აქვეყნებს გზავნილს და მიმოწერის ამსახველ ფოტოებს:

რადიკალური ოპოზიციის და მათი კონტროლირებადი მედიის მხრიდან გავეშებული თავდასხმა მოჰყვა პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებებს, როდესაც მათ თქვეს, რომ არიან დაჯგუფებები, რომლებსაც უკრაინაში ქართველები მიჰყავთ და საომარ მოქმედებებში რთავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში საჯაროდ იძებნებოდა, ტელეკომპანია პოს ტვ – მ ჩაატარა ექსპერიმენტი და სოციალურ ქსელში მითითებულ შესაბამის ნომრებზე უკრაინაში მყოფ დაჯგუფებას დაუკავშირდა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს.
მიმოწერის დროს დაგვიდასტურეს, რომ ეგრედწოდებული „ლეგიონი“ ნამდვილად სთავაზობს ქართველებს უკრაინაში, საომარ მოქმედებებში ჩართვას, თანაც თანხის სანაცვლოდ. შემოგვთავაზეს კონკრეტული თანხა – 45 000 გრივნა თვეში, რაც მათივე თქმით 2 000 აშშ დოლარზე მეტია.

 

Cesko