„თქვენი ყურადღება მჭირდება“ – მაკა ასათიანი მიმართვას ავრცელებს

0
932
28 Views
დიზაინერი მაკა ასათიანი საკუთარი წამოწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მიმართავს. „მინდა გაგაცნოთ ახალი წამოწყება Charity Movement, რომლის ავტორებით ნინო ელიავა და მაკა ასათიანი ვართ.

 

გვინდა ჩამოვაყალიბოთ საქველმოქმედო მოძრაობა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ დავეხმაროთ ძალიან ბევრ მოხუც ადამიანს. ამ იდეის მთავარი აზრი მდებარეობს იმაში, რომ ამას ჰქონდეს არა ერთჯერადი, არამედ უწყვეტი ხასიათი.

 

ძალიან მინდა, რომ საახალწლოდ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაბედნიერება შევძლოთ. მჯერა, რომ ერთად ამას შევძლებთ. გიზიარებთ ჰოსპისი ფერიცვალების ანგარიშის ნომერს, რომელიც უშუალოდ ამ საქველმოქმედო მოძრაობისთვის შეიქმნა.“ – ვკითხულობთ მიმართვაში. IMG.GE
Cesko