26 Views
აშშ უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გაგზავნას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყველა შესაძლებლობა მაგიდაზეა. Patriot-ი საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომელიც განიხილება“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა აშშ-ის პრიორიტეტია.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო შესაძლებლობას, რომელიც უკრაინელებს დაეხმარება რუსეთის თავდასხმების მოგერიებაში. ყველა შესაძლებლობა მაგიდაზეა და ჩვენ ვსწავლობთ, თუ რისი გაკეთება შეუძლია აშშ-ს“, – დასძინა ოფიციალურმა პირმა.