18 წლის ნასვამი გოგო გამთენიისას მაღაზიაში მივიდა, მეგობარი გარეთ გამოიყვანა და… 3-ჯერ დააარტყა დანა მუცელში- ახალი დეტალები

0
899
52 Views

ადგილობრივების თქმით, კრიმინალური შემთხვევა დღეს, გამენიისას მოხდა, როდესაც 18 წლის გოგომ მეგობარს, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე მარკეტში მიაკითხა. 21 წლის ახალგაზრდა დაწესებულებიდან გამოიყვანა, რამდენიმე წუთში კი მუცლის არეში დანა რამდენჯერმე ჩაარტყა.

“პირველების” ინფორმაციით, დაჭრამდე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. ერთ-ერთი ვერსიით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვიუს დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

21 წლის ქალი სასწრაფომ რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა. როგორც “პირველებს” ექიმმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, პაციენტს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა. ქალმა 1 ლიტრამდე სისხლი დაკარგა.

საბოლოოდ, ოპერაციამ წარმატებით ცაიარა, დაშავებულის მდგომარეობა კი სტაბილურია.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

“ტვ პირველი”

Cesko