ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა

0
1864
28 Views

ნონა გაფრინდაშვილი იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა და ეს ტიტული უკვე მერვედ მოიპოვა.

„ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის!

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლეგენდა ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში“, – ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Cesko