ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა.
უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„ვიღაცა მისულა მონასტერში და დედაო უცემია. ძალიან არის ნაცემი, ჯერ ხაშურში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ეს ამბავი გუშინ დაახლოებით 6 საათისთვის მოხდა. მითხარით, რა უნდა ყოფილიყო ტაძარში? როცა დედაო შემოწირულებით ცხოვრობს. სასტიკად სცემეს დედაო, დღე და ღამე ლოცვაში დგას ტაძარში, სიცივეში, ყინვაში, წმინდა სამების ტაძარში“, – განუცხადა „ტვ პირველს“ ტაძრის მრევლმა.