„ვერ ის­ვე­ნებ­და და ვერ გათ­ვა­ლა…“ – რას აცხადებს ყოფილი მეუღლის ცოცხლად დაწვაში ბრალდებულის დედა

0
987
24 Views

გუ­შინ, თერ­ჯო­ლა­ში ყო­ფი­ლი ცო­ლის გან­საკთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის, ლე­ო­ნიდ ზვი­ა­და­ძის დედა აცხა­დებს, რომ მის შვილს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მოკ­ვლის გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია.

„ჯავ­რობ­და დღე და ღამე, რომ ცოლ-შვი­ლი სახ­ლში არ ჰყავ­და, ვერ ის­ვე­ნებ­და. მან ვერ გათ­ვა­ლა ის, რაც უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა… მას მისი სიკ­ვდი­ლი არა­სო­დეს უნ­დო­და, გა­გი­ჟე­ბით უყ­ვარ­და. სამ­სა­ხურ­ში, სახ­ლში აკი­თხავ­და. იღებ­და ის გოგო ამას (ყო­ფილ ქმარს) სახ­ლში, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი უშ­ლიდ­ნენ. ეს ჰყავ­დათ სა­უ­კე­თე­სო გოგო. ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას არ აყე­ნებ­და, მაგ­რამ სი­ტყვი­ე­რად კი კა­მა­თობ­დნენ”, – აცხა­დებს „მთა­ვარ არხთან” ბრალ­დე­ბუ­ლის დედა.

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით, თერ­ჯო­ლა­ში შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილს ყო­ფილ­მა ქმარ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და თვითმხილ­ვე­ლე­ბის თვალ­წინ დაწ­ვა. ქალი ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა ფაქ­ტის შემ­სწრე­ე­ბი ცდი­ლობ­დნენ მას მიშ­ვე­ლებ­დნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. სხე­უ­ლის 60-70%-იანი, მე­სა­მე-მე­ო­თხე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო თა­ვად მო­ძა­ლა­დე­მაც. ამ­ჟა­მად ის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

Cesko