“რუსი ჯარისკაცების დახვრეტა ესკალაციის მიზნით, სავარაუდოდ, ამერიკის ბრძანებით განხორციელდა” – ლუკაშენკო

0
420
22 Views

რუსული სააგენტო РИА Новости გვამცნობს: ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განაცხადებით, უკრაინელების მიერ დატყვევებული რუსი ჯარისკაცების დახვრეტა ესკალაციის მიზნით, სავარაუდოდ, ამერიკის ბრძანებით განხორციელდა.

ინტერნეტში 18 ნოემბერს აიტვირთა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები ჩაბარებულ და მიწაზე მწოლიარე რუსებს ხვრეტენ.

რუსეთის ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ამ ინციდენტს დემონსტრაციული გამომწვევი დანაშაული უწოდა და განაცხადა, რომ საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.

რას წყვეტდა რუსი ბიჭების სიკვდილით დასჯა? რომ,კვლავ გამოეწვიათ რუსი ხალხის აღელვება? ეს გააკეთეს!… ყველაფერს აკეთებენ, რომ ესკალაცია მოხდეს და ეს საგანგაშოა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკელებს ისინი ერთი ადგილით მაგრად უჭირავთ. დამოუკიდებელი ჭკვიანი ხალხი ასე არ იქცევა. მათი მთავარი პროპაგანდისტი პოდოლიაკი მოძღვრავდა ჩვენს ბელორუს ჯარისკაცებს, რომ : ”თუ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა მოგიწევთ, აიღეთ თეთრი ცხვირსახოცები აფრიალეთ, ჩაგვბარდით. კარგით, აჰა რუსები ჩაბარდნენ და რატომ დახვრიტეთ?“ – იკითხა ლუკაშენკომ.

Cesko