28 Views
მკვლელობა ზუგდიდში: 15 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მოზარდებს შორის გარჩევა რკინიგზის სადგურის უკან, მესხიას ქუჩაზე, ხიდთან მდებარე სპორტულ მოედანზე მოხდა, სადაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთმა ახალგაზრდამ კი 15 წლის ს.მ.-ს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა. ამის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ, მძიმედ დაჭრილი ს.მ. კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მხოლოდ მისი გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს.
როგორც ცნობილია, რამდენიმე მოზარდი, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, პოლიციამ უკვე დააკავა