178 Views
ისტორიაში პირველად ბორჯღალოსნებმა კარდიფში უელსის ნაკრები დაამარცხეს – 12:13.
ანგარიში საქართველოს ნაკრებმა პირველივე წუთზე, თედო აბჟანდაძის ზუსტი საჯარიმოთი გახსნა.
ამის შემდეგ ზედიზედ ორჯერ ლელოს დადება ჯეკ მორგანმა მოახერხა, რის პრისტლენდმა კი მხოლოდ ერთი გარდასახა – 12:3
ქართველთა მხრიდან ლელო 58-ე წუთზე, სანდრო თოდუამ დადო, თედო აბჟანადძემ გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა – 12:10.
მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ლუკა მანტკავამ დაახლოებით 45 მეტრიდან დაარტყა და “ბორჯღალოსნები” დააწინაურა – 12:13.