ვიდეო – ცოტნე ზედგინიძე: „პირველი კონცერტი მივუძღვენი დედაჩემს, რომელიც 5 წლისას გარდამეცვალა, მას ძალიან უყვარდა კლასიკური მუსიკა”

0
1033
24 Views

გადაცემას „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ პატარა ვირტუოზი პიანისტი ცოტნე ზედგინიძე სტუმრობდა.

ცოტნემ გადაცემაში გულახდილად ისაუბრა.

პიანისტმა აღნიშნა, რომ თავიდან კონცერტების საჯაროდ დაკვრა არ უნდოდა.

მან ასევე გაიხსენა თავისი პირველი კონცერტი, რომელიც გარდაცვლილ დედას მიუძღვნა.

„დედა, 5 წლისას გარდამეცვალა, მას ძალიან უყვარდა კლასიკური მუსიკა, ის მე მირთავდა ხოლმე ოპერებს და 2 წლის ასაკში უკვე ვიცოდი, რომელი მინდოდა, თითით ვაჩვენებდი.

5 წლის და 7 თვის რომ ვიყავი ბებიამ დაიწყო ჩემთან დაკვრა, ეს იყო პირველი საფეხური.

მალევე ვუკრავდი უკვე კომპოზიტორების პიესებს.

კონცერტების დაკვრა არ მინდოდა, რადგან არ მინდოდა საჯაროდ რაიმეს დაკვრა.

ჩვენი მუსიკოსები ვინც იყვნენ, მაგალითად ელისო ვირსალაძე, მათთვის ვუკრავდი ხოლმე უკვე 8 წლის ასაკში და ისე არ მინდოდა.

მხოლოდ 9 წლის ასაკში მომინდა გამოსვლა სცენაზე იმიტომ, რომ დედაჩემის ხსოვნისადმი კონცერტი მოაწყვეს ბებიაჩემის მოსწავლეებმა, დავესწარი, ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე ჩემი პირველი კონცერტი მიმეძღვნა დედაჩემისთვის.

ეს იყო თითქმის 2-საათიანი კონცერტი, ბერგი, შოსტაკოვიჩი, ბახი…ბევრი კომპოზიტორი იყო.

ეს იყო პირველი კონცერტი, რომელიც მივუძღვენი დედაჩემს, ძალიან კარგად მახსოვს…დიდი ღელვა იყო, როცა პუბლიკა დავინახე…

მე რომ დავიწყე დაკვრა, დედაჩემი ამას მოესწრო.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მისთვის მიმეძღვნა კონცერტი.

დედაჩემი ის ადამიანია, რომელიც შიგნით მყავს, მე მას ვგრძნობ ისე, რომ პირდაპირ არ ვხედავ.

მას ვგრძნობ, ამიტომ ჩემი პირველი კონცერტი იყო დიდი დახმარება მისგან,” – აღნიშნა ცოტნე ზედგინიძემ.

Cesko