534 Views
მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტში – სოფელ ენისელში.
წარსულში ნასამართლევმა 37 წლის მამაკაცმა, ახალგაზრდა კაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, ყელის არეში დანით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
მძიმე დაზიანებები აქვს თავად 37 წლის მამაკაცსაც. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მამაკაცის პალატასთან უკვე სამართალდამცველები მორიგეობენ.
კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ახალი ინფორმაცია იხილეთ აქ: