რუსეთი უკრაინას 10-ზე მეტი ტყვის სიკვდილით დასჯაში ადანაშაულებს

0
579
22 Views

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 10-ზე მეტი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯაში დაადანაშაულა.

მოსკოვმა აღნიშნული ინფორმაცია რუსულ სოციალურ მედიაში, მათ შორის ტელეგრამ არხებზე  გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელიც რუსი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯას ასახავს.

„რუსი სამხედროების ეს სასტიკი მკვლელობა უკრაინელების მიერ ჩადენილი არც პირველი და არც ბოლო დანაშაულია. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს კიევის რეჟიმი. ვიდეო ასახავს დეგენერატი უკრაინელი ჯარისკაცების მიერ 10-ზე მეტი განიარაღებული რუსი სამხედრო მოსამსახურის განზრახ მკვლელობას. ეს არის ვლადიმირ ზელენსკის და მისი რეჟიმის საშინელი ბუნების ნიშანი და იგი პასუხს აგებს სასამართლოსა და რუსეთისა და უკრაინის ხალხის წინაშე“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

მოსკოვის ბრალდებებზე კიევს პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.

წყარო: https://pia.ge/

 

Cesko