21 Views
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან, სასადილოში ჩხუბი იყო. არსებული ინფორმაციით, პირებმა, რომლებიც თვითმხილველების ცნობით, აზერბაიჯაინის მოქალაქეები არიან, ფიზიკურად იძალადეს თურქ კაცსა და ქართველ ქალზე – ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.
დაშავებულები ხაშურის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განმარტებით, ქალს თავის ღია ჭრილობა, ხოლო კაცს თავის ზედაპირული ტრავმა აღენიშნებოდა .
სასადილო, სადაც ინციდენტი მოხდა, თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის, დაწესებულებაში ხშირად ჩერდებიან ტრაილერების მძღოლები.