“ბავშვებს გაუჩნდა ჩემი დაკარგვის შიში, ვაითუ, დედაც დავკარგოთო”- ნიკა ქაცარიძის მეუღლის მძიმე დღეები

0
582
21 Views

2022 წელი სულ რამდენიმე დღის დამდგარი იყო, როცა სამწუხარო ამბავი გავრცელდა – ყველასათვის საყვარელი მსახიობი ნიკა ქაცარიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ის 43 წლის იყო. რუსთაველის თეატრის დასის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა 6 წლის წინ საყვარელ ქალზე, ნინო ბერიძეზე იქორწინა და 5 წლის გოგონასა და 2 წლის ბიჭის მამა იყო.გარდაცვლილი მსახიობის მეუღლე „სარკესთან” ამბობს, რომ ნიკას არასოდეს არაფერი აწუხებდა. მისი გარდაცვალება კი, სავარაუდოდ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ განვითარებულმა თრომბმა გამოიწვია, რაც იმის ბრალი იყო, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ რამდენიმე დღეში ალკოჰოლური სასმელი მიიღო…

ნინო ბერიძე: როგორღაც ვუძლებთ იმ ტკივილს, რაც ნიკას გარდაცვალებამ დაგვიტოვა. ბავშვებიც ახლა უფრო იაზრებენ, რომ მამა აღარ დაბრუნდება სახლში. ჩვენს გოგონას, მარიტას, ახლა უფრო მძიმე პერიოდი აქვს. ახლა და ახლა გააცნობიერა, რომ ნიკა აღარ დაბრუნდება და გაუჩნდა ჩემი დაკარგვის შიში. რადგან მამა აღარ მოდის სახლში, ეშინია, ვაითუ, დედაც აღარ დაბრუნდეს ერთ დღეს.ინტერვიუში თქვით, დაინახა მამის ბოლო ამოსუნთქვა და მიხვდა, რაც მოხდაო…მეგონა, მიხვდა, მაგრამ მერე შევნიშნე, რომ ისევ ელოდებოდა მამის დაბრუნებას. სასაფლაოზე მკითხა, დედა, მამას ახალი სახლი ეს არისო. სავარაუდოდ, აქედან გააკეთა დასკვნა, რომ აღარ დაბრუნდებოდა და რთული პერიოდი დაეწყო. ვცდილობ, როგორმე გადავატანინო, ხან გასართობ ცენტრში მიმყავს, ხან პარკში, ხან დაბადების დღეზე. სულ არ მაქვს ხალისი, მაგრამ არ მინდა, უარეს დეპრესიაში ჩავარდესნიკა არასოდეს მიშვებდა ბავშვებთან ერთად მარტო. დრო თუ ჰქონდა, უნდოდა, არც ერთი წუთი და წამი არ გამოეტოვებინა, თუ სად იყვნენ და როგორ იქცეოდნენ მისი შვილები. ყველაფერში იყო ჩართული. ახლა კი ბავშვებისთვის ძალიან რთულია.

ნიკა რომ გარდაიცვალა, ჩემ გარშემო უამრავი ნათესავი და ახლობელი ტრიალებდა, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა, მეგონა, სრულიად მარტო დავრჩი დედამიწაზე. ეს განცდა, რომ სრულიად მარტო ვარ და არავინ მყავს, ახლაც მაქვს.

ის 6 წელი, რომელიც ერთად ვიცხოვრეთ, ცოტა დროდ მეჩვენება. მგონია, რომ ერთი ნაში ვიცხოვრეთ ერთად, ერთმანეთისთს იცნორეთ და დღემდე ამ მოტონებებით გარ.

რამეს ხომ არ ნანობთ, რომ რაღაცას სხვანაირად გააკეთებდით?

ხშირად ვფიქრობ, აცრის წინ ნიკასთვის გამოკვლევები გამეკეთებინა. თუმცა მანამდე შე ავიცერი და არ ჩამიტარებია გამოკვლევები. ნიკა იმდენად ჯანმრთელი იყო, სიცხეც კი არასოდეს ჰქონია. აცრიდან რამდენიმე დღეში ალკოჰოლური სასმელი დალია. 23 დეკემბერს აიცრა და 23 დეკემბერს დალია. მერე კიდევ, 1-2-3 იანვარსაც დალია. გადაბმულად მოუწია სმა…

ვუთხარი, ცოტა ხანს თავი შეეკავებინა და არ აცრილიყო იმ დღეს, რადგან ახალ წელს დალევა მოუწევდა. მიპასუხა, 3 დღის შემდეგ ჩვეულებრივად შემიძლია დავლიო, ასე მითხრა ექიმმაო. არ ვიცი, რამდენად სიმართლეა, რომ ექიმმა ასე უთხრა, მე იქ არ ვყოფილვარ. ალბათ ჩემი ბრალიც არის, რომ ამ სიტუაცია.

წყარო: „mix.metronome.ge”

Cesko