30 წლის წინ დაიღუპა….
29 წლის დარჩა ადამიანების მეხსიერებაში…
17 ნოემბერს ირაკლი ამირეჯიბი გარდაიცვალა, ხმა მეხივით გავარდა.
კიდევ ერთხელ მადლობა ყვარლის მხედრიონის ყველა იმ მეომარს (ნოდარ ფრეწუაშვილი, ზვიად სეფაშვილი, გავროშა, ვახო ჭუნაშვილი. ოპერაციას ნოდარ კირკიტაძე ხელმძღვანელობდა), რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს.
პირველ შესვლაზე ვახო ჭუნაშვილი ფეხში დაიჭრა. უკან დაბრუნდნენ.
რამდენიმე წუთში მტრის მხრიდან დაუზოგავი ცეცხლის შეუწყვეტლობის მიუხედავად, ირაკლი ამირეჯიბის ცხედრის გამოსაყვანად ისევ გავიდნენ
მტრის ალყაში მოქცეული ტერიტორიიდან ირაკლის ცხედარი მოიტაცეს.
სამი კილომეტრი ზურგით ატარეს.
დროებით ჩაის ბუჩქების ძირში დამალეს.
მეორე დილით
სხვა მეომრებთან ერთად ცხედარი ჩაის პლანტაციებიდან გამოასვენეს.
თბილისში მის ბინაში გადაასვანეს..
ირაკლის გარდაცვალების მეორე დღეს ჭაბუას 71 წელი შეუსრულდა…
თამრიკო მოლაშვილი; სოციალური ქსელი