“კეზერTV”-ს ამ ყველა მცდელობას, ევროკომისარ ოლივერ ვარხეიმა ვირტუოზულად უპასუხა“ – დავით ქართველიშვილი

0
305
21 Views

ექსპერტი დავით ქართველიშვილი:

,დამერწმუნებით, რაოდენი კმაყოფილება გეუფლებათ, როდესაც “ამაზონით” შეკვეთილი ნივთი ჩამოგდით და ის ზომით, ფერით, სტილით და მასში გადახდილი საფასურით – მიღებისთანავე, ყველანაირად გაკმაყოფილებთ. ასეთივე გრძნობა დამეუფლა, როდესაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გვერდით, ბრიუსელიდან, ევროკავშირის გაფართოვების საკითხებში ისეთი ევროკომისარი ვიხილე, როგორიც არის 50 წლის უნგრელი ოლივერ ვარხეი.

მაინც უნდობლობა რომ გეუფლება, თანაც წინასწარ გაქვს წაკითხული EU საშიანაო პოლიტიკის აწ უკვე ყოფილი ევროკომისრის, შვედი სესილია მალმსტრიომის ანგარიში, სადაც EU-ს ყოველწლიურ კორუფციულ ხარჯებში მოყვანილია ფანტასტიკური – 120 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა, და გაეცნობი ევროკომისარ ოლივერ ვარხეის დეკლარაციას და გიხარია, რომ ამ ევროჩინოვნიკს: უნგრეთის პროვინცია Szentendre-ში ეკუთვნის 5035 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, ქალაქ Szeged-ში მშობლების კუთვნილი 160 კვ.მ. სახლი და პირადად მის სახელზე გაფორმებული, ბუდაპეშტში – 57 კვ.მ. ფართის აპარტამენტი და რაღაცნაირად, “შენიანად” აღიქვამ მას. გარდა ამისა, მის სახელზეა გაფორმებული 1992 წლის გამოშვებული BMW და 2018 წლის Lexus RS მარკისა და მოდელის ავტომობილები.

რატომ მოვიყვანე ეს “დეტალები”? ევროკომისრისათვის “ჩამჭრელი” კითხვების დამსმელ “ოლიგარხატ TV”-ს წარმომადგენლებს ზედმეტი კითხვები რომ არ დარჩენოდათ – “დეოლიგარქიზაციის” თუ “პოლიტპატიმრების” თემებზე ვის ესაუბრებოდნენ კრიმინალ-ოლიგარქ კეზერაშვილის სახელით – და მასზე ოდნავ უკეთესი წარმოდგენა რომ ჰქონოდათ. “კეზერTV”-ს ამ ყველა მცდელობას, ევროკომისარ ოლივერ ვარხეიმა ვირტუოზულად უპასუხა: ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან – არც ერთი (!) არ არის პერსონიფიცირებული და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ შეკითხვებს რა კონტექსტში მისვამთ, ჩემთვის გაუგებარი არისო.

სამაგიეროდ, წინა-საინფარქტო მდგომარეობამდე მიიყვანდა ევროკომისარი ჩვენს სექტანტებს იმ თემებზე საუბრით: რა ღირშესანიშნავი მიღწევები აქვს საქართველოს ანტიკორუფციულ და სასამართლო რეფორმირების ველზე, რა შესაძლებლობები გააჩნია მას ჰიდროენერგეტიკულ, ენერგო და ინტერნეტ სატრანზიტო მიმართულებით, რა პოტენციალი ენიჭება აქ ელექტროენერგეტიკული ტერმინალის მშენებლობას და ა.შ.

მწუხარებასაც კი არ გამოვთქვამ – რამეთუ, მწუხარებაც ცოცხალი ჭირისუფლის კუთვნილებაა. ხოლო ოლივერ ვარხელისა და ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი ბრიფინგი – ჩვენი მკვდრადნაშობი “ოპოზიციის” საფლავზე, “ვენოკის” დადების ტოლფასი იყო…”

Cesko