“ჯვარი გაგიკვირდათ ბრძოლაში? რას აღშფოდით ასე მართლა ვერ გავიგე” – მარშანია

0
327
25 Views

ექიმი არჩილ მარშანია:

არც ერთი სპორტის სახეობა მხოლოდ ტექნიკური ჯახი არ არის ორ ან რამდენიმე ადამიანს შორის, მითუმეტეს რაგბი.

უამრავი ისტორიის, რიტუალის, თილისმების და მუღამის ამბავია.
როგორც გულშემატკივარში, ისე ცალკეულ მოთამაშეებში და ისე გუნდებში.

რიტუალები როგორც წესი საბრძოლო განწყობის ამაღლებას, ქვეყნის კულტურის წარდგენას და იმედის ჩასახვას ემსახურება.

მაგალითად:

ხავიერ ჰერნანდესი მუხლებზე მდგარი ლოცულობდა მატჩის წინ ხოლმე;

ბლანი ბარტეზს კოცნიდა ხოლმე თავზე;

ნურმაგამედოვი ღმერთს ახსენებდა ჩხუბამდე;

დვალიშვილი ყელზე ჩამოკიდებული საქართველოს რუკით მოძრაობს;

ამერიკულ ფეხბურთში თილისმები ყავთ და იმათ დაარბენინებენ მოედანზე;

მაორის კულტურას, სხვადასხვანაირი სარიტუალო ცეკვები არ გამოელევა და კი იცით ჰაკა რაგბიში;

ვიღაცა შეცვლაზე შესვლისას იწერს პირჯვარს, არველაძე მაგალითად და ა.შ. და ა.შ.

ჩვენი რაგბის ნაკრების ყველა ფორმაზე რაღაც იდეა იყო ყოველთვის.
ვაზი ეხატა ზურგზე, იმ ლეგენდის გატანა იყო, რომლის თანახმად მებრძოლები ომში ვაზით რომ მიდიოდნენ, ფორმას ღვინის ფერი მივეცით და ახლა წმინდა ნინოს ჯვარით დადგნენ, მოწინააღმდეგის საბრძოლო ცეკვის წინააღმდეგ.

და რა, ჯვარი გაგიკვირდათ ბრძოლაში (გინდა ძველ თუ ახალ ისტორიულად და გინდა დღეს უკრაინაში ქართველი მებრძოლების შემყურე) თუ ქრისტიანული კულტურა, რას აღშფოდით ასე მართლა ვერ გავიგე, ან რა არის გაუგებარი ამ ჟესტში.

არა განა აღშფოთების, დაჟე ჯააან აღშფოთების უფლება არ გაქვთ.
გაქვთ.

უბრალოდ ბონუსად იცოდეთ, რომ თქვენ კი უკეთესად იცით, მაგრამ, ჩემის აზრით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი ლოგოც იდეალურია და ძაან კარგი სხვათაშორის.

ახლა ქართულ რაგბს საუკეთესო პერიოდი არ აქვს, თუმცა გამარჯვებაშიც და მარცხშიც ჩვენ ვართ მეთექვსმეტე:
მიაწვააა!!

✊️

Cesko