30 Views
გარდაიცვალა საპატრიარქოში მცხოვრები მონაზონი – საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“ამა წლის 9 ნოემბერს, ოთხშაბათს, 73 წლის ასაკში ღვთივგანისვენა სქემოსანმა მონაზონმა ათანასიამ (სტეფანიდა კოლპაკმა). იგი მოლდოვადან, უფრო ზუსტად გაგაუზეთიდან, ჩამოვიდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სრულიად კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო და აღარც განშორებია მას.
ღმერთმა შეიწიროს ათეული წლების მანძილზე მის მიერ გაწეული შრომა და სავანე მართალთა დაუმკვიდროს. სქიმმონაზონ ათანასიას დაკრძალვა შედგება პარასკევს, 14:00 საათზე, მარტყოფის დედათა მონასტერში; გამოსვენება კი მოხდება საქართველოს საპატრიარქოდან 13:00 საათზე.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.