“ეს ხდება რუსული საჯარისო ფორმირებების ხერსონიდან გამოყვანის პარალელურად…რა თამაში მიმდინარეობს? ვინ ვისთან არის შეკრული?”- ხათუნა ხოფერია

0
1384
27 Views

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს:

“თეთრმა სახლმა უარი უთხრა უკრაინას MQ-1C Gray Eagle ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაზე. მიზეზად კონფლიქტის ესკალაციის საშიშროება დასახელდა. ( 9 თვის თავზე. 50 მილიარდის და ასობით ერთეული იარაღის მიწოდების შემდეგ..)

უცნაურია ხომ?…
და ეს ხდება რუსული საჯარისო ფორმირებების ხერსონიდან გამოყვანის პარალელურად და არა მარტო… ასევე ამერიკის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების, ანუ ბაიდენის დამარცხების ფონზე.
რა თამაში მიმდინარეობს?…
ვინ რას ყიდის და ვინ რას ყიდულობს?
ვინ ვისთან არის შეკრული?
რამდენად საჭიროა “ზეციური იერუსალიმის” შექმნისთვის ხერსონის სტრატეგიული კონტროლი?
მე ეს ყველაფერი არ ვიცი…
ფაქტი კი ერთია, ახალ პოლიტიკურ სივრცეში შევაბიჯეთ!
P.S.
ეგ რაღაც რეკომენდაციები, დეოლიგარქიზაციები, პოლიტპატიმარი მიშა და ნიკა, მარკეტა და მალგოჟეტა, კელი-1 და კელი-2 და ა.შ…. კარგად დაახვიეთ, სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ და… თქვენ დაასრულეთ, ჩემო მეგობრებო, ისე, როგორც თქვენ გულებს გაეხარდება!
მშვიდობა უალტერნატივოა!
…და რახან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი ჩავრაზოთ! (მაპატიოს ლადომ, რომ თავს უფლება მივეცი, ოდნავ შემევცალა მისი გენიალური ლექსი!)
საქართველო უპირველეს ყოვლისა!”, – წერს ხათუნა ხოფერია.

 

Cesko