25 Views
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ უკრაინაში ომის მიუხედავად ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კომუნიკაციის არხები ღია რჩება.
ნიუ-იორკში საუბრისას სალივანმა თქვა, რომ შეერთებული შტატების ინტერესშია კრემლთან კონტაქტის შენარჩუნება.
სალივანის ოფიციალურ განცხადებამდე კი Wall Street Journal-ი წერდა, რომ სალივანმა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში კონფიდენციალური დისკუსიები გამართა თავის რუს კოლეგასთან, უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევთან და კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველ იური უშაკოვთან.
სალივანმა NBC-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას რუსეთისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება.