„ღამით სახლში შემომივარდა 40 წლამდე კაცი… მყავს სამი არასრულწლოვანი, შვილი” – რა შეემთხვა საკუთარ ბინაშ მყოფ თინათინ გოგუაძეს?

0
480
33 Views

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თინათინ გოგუაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად მას დიდ დიღომში მდებარე ბინაში ღამით უცხო მამაკაცმა კარები შეუმტვრია.

“დღეს ღამით 1:25 საათზე დაახლოებით, დიდ დიღომში, სახლში შემომივარდა კაცი. იქნებოდა დაახლოებით 30-40 წლის. კარების ბრახუნის (შემომტვრევის) ხმამ გაგვაღვიძე მე და ჩემი უფროსი შვილი, რომელიც არის 12 წლის. კარებთან ახლოს დივანზე ჩამძინებია იმ ღამით. ხმაურზე თვალი, რომ გავახილე, კარებთან, სახლში შემოსული კაცი დავინახე. მაშინვე წამოვვარდი, და ვუყვირე “აქ რას აკეთებ, გაეთრიე სასწარფოდ სახლიდან-თქო”. უკან დაიხია ორი ნაბიჯით და გაიცქა.

მყავს სამი არასრულწლოვანი, შვილი. პირველი მათ უსაფრთხოებაზე ვიფიქრე. მე ვერ გავეკიდე ამ კაცს, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებდი სახლში. უცებ რაც მოვიფიქრე, ტელეფონი ავიღე და მეზობლებს მივწერე. მათ 112 გამოიძახეს.

მოვიდა პოლიცია. სამი ადამიანი. დეტალურად მოვუყევი, ყველაფერი მახსოვდა, ზედმიწევნით თანმიმდევრულად. ოქმი არ გვაქვსო. ფურცელზე დაწერეს ჩემი მონაყოლი და ხელის მოწერა მთხოვეს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, წაკითხვის გარეშე ხელს არაფერს ვაწერ. წავიკითხე ოქმი და ეწერა შიგნით, რომ თითქოს “ფანჯრიდან გავიხედე და მომეჩვენა რომ ვიღაც ჩემთან შემოსვლას ცდილობდა.” ამაზე პროტესტი გამოვხადე, ამას ხელს არ მოვაწერ, ასე არ ყოფილათქო, მეზობლებიც იქ იყვნენ, გავღიზიანდი. შეცვალა გოგონამ, ვინც ამ ოქმს ფურცელზე წერდა, და დაწერა მართლა რაც მოხდა. გამემშვიდობნენ, რომ კამერებს ამოიღებდნენ.

ძლიერი ვარ, რთული სიტუაციებში არ ვიბნები. გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებ ხოლმე. რომ დამთავრდება ყველაფერი, მერე მეწყება ემოციურად შფოთი და ფრაგმენტები. მას შემდეგ ვფიქრობს, მარტო სამ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად, როგორ შეიძლება მოვიქცე ასეთ დროს”, – წერს თინათინ გოგუაძე.

Cesko