„16 წელია სულ ჰარმონიაში ვცხოვრობთ… ვერ ვიტან, როდესაც მაია სახლში არ არის, ვერ ვიძინებ და რომ ვეუბნები, არ სჯერა” – გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე ოჯახური ცხოვრების შესახებ საუბრობენ

0
372
73 Views

„დათო” და „მარიკა” – ამ ეკრანული სახელებით სერიალიდან „შუა ქალაქში” გოგა ბარბაქაძესა და მაია დობორჯგინიძეს ბევრი იცნობს. სერიალში ისინი ბიძაშვილ-მამიდაშვილის როლს ასრულებენ, რეალურ ცხოვრებაში კი უკვე 16 წელია, რაც ცოლ-ქმარი არიან. მათ გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს” ეთერში ოჯახური ცხოვრების შესახებ ისაუბრეს:

„16 წელია სულ ჰარმონიაში ვცხოვრობთ. ნდობა ყველაზე მთავარია. ერთხელ მაინც თუ შეგეპარა ეჭვი, იქ დამთავრდება ყველაფერი. ვერ ვიტან, როდესაც მაია სახლში არ არის. ვერ ვიძინებ და რომ ვეუბნები, არ სჯერა” – თქვა გოგა ბარბაქაძემ.

„კარგი მეგობრები თუ იქნებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი დღე ახალი ჟინითა და ერთმანეთის სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ. დღევანდელ ყოფაში გვიწევს მოვიკრიბოთ ძალა და გავუხალისოთ ერთმანეთს ცხოვრება. პარტნიორი პირველი ადამიანი უნდა იყოს, რომელთანაც ჩვენი ტკივილისა თუ სიხარულის გაზიარებას შევძლებთ” – ამბობს მაია დობორჯგინიძე.

Cesko