34 Views
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თავისი პოზიცია შეცვალა და ახლა აცხადებს, რომ პუტინთან საერთო ენა უნდა მოიძებნოს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ლიდერების დიპლომატია გადამწყვეტია პრობლემების გადასაჭრელად.
„ლიდერების დიპლომატია გადამწყვეტია პრობლემების გადასაჭრელად. გერმანიის კანცლერ შოლცსაც კი სრულიად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა პუტინის მიმართ ერთი თვის წინ და ახლა შეცვალა თავისი პოზიცია რუსეთის მიმართ და ხაზი გაუსვა საერთო ენის პოვნის აუცილებლობას“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.