22 Views
აშშ-ში 70 წლის ქალმა ლატარიაში 1მოგება ახალი ბილეთის ყიდვით აღნიშნა და კიდევ მოიგო. ამის შესახებ Insider-ი წერს.
ქალმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მომენტალური ბილეთი იყიდა და ზედაპირის გადაფხეკის შემდეგ აღმოაჩინა, რომ 100 000 დოლარი მოიგო. ის კომპანიის შტაბ-ბინაში მოგებული თანხის მისაღებად მივიდა.
სახლისკენ გზაზე მან მოგების აღსანიშნავად ისევ ბენზინგასამართ სადგურზე 3 ბილეთი იყიდა და 300 000 დოლარი მოიგო.
როგორც გამარჯვებული ამბობს, მიღებულ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დახარჯავს.