21 Views
ეგზიტპოლების თანახმად, ისრაელის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი იმარჯვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ტელეარხ Kan-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ 30 მანდატს მიიღებს, ხოლო მემარჯვენე ბლოკი კი 120-ადგილიან პარლამენტში 62 მანდატს მიიღებს, რაც საკმარისია სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად.