32 Views
ზურა ხაჩიძემ ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში გაამხილა, რომ მისი მეუღლე, ხათუნა ჟორდანია თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და მძიმე დაავადება, რომელსაც ის ბოლო წლები ებრძოდა, სრულად არის დამარცხებული.
“ხათუნა გამოკვლევებზე თურქეთში იყო წასული და მინდა გახაროთ, რომ ძალიან კარგი ამბებით დაბრუნდა. მისი ავადმყოფობის ყველა პროცესი უკან არის დახეული. აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს ჩართვებს სოციალურ ქსელში და აღვადგენთ ჩვენს მსმენელთან კონტაქტს.
გვინდა, რომ ჩვენი ჩართულობით ადამიანების ნეგატიური ყოფა შევცვალოთ და რაც შეიძლება მეტ პოზიტიურ და აქტუალურ თემაზე ვისაუბროთ”, – აცხადებს ზურა ხაჩიძე.