მოწამლეს თუ არა სააკაშვილი – რა აღმოაჩინა ადვოკატმა სამედიცინო მასალებში?

0
736
25 Views

მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკშვილი – ტოქსიკოლოგიური ექპერტიზის დასკვნა ხვალ გასაჯაროვდება. დოკუმენტს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები აშშ-დან მიიღებენ.

შალვა ხაჭაპურიძე:

ველოდებით კიდევ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ამერიკაში დაწყებულია და აი, ყოველდღე ველოდებით მის პასუხს. ფაქტია ერთი, რომ ტოქსიკოლიგიური დაინიშნა. ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე რეკომენდაცია „ვივა-მედის“ ერთ-ერთი ექიმისგან გაიცა 25 მაისს, თუმცა ამ ტიპის შემოწმება მას მთელი ამ წლის განმავლობაში არ ჩატარებია. ჩაიკარგა შემდგომ საქმის მასალებში. მას შემდეგ, რაც მე ჩავერთე, წამოწეული იყო ეს მასალები და დაუვუკავშრდით, რა თქმა უნდა, იმ ექიმსაც და იმ ექიმმა კვლავ განაცხადა, რომ აუცილებელია მას ტოქსიკოლოგიური კვლევები ჩაუტარდეს და ეს კვლევები ჩაუტარდა. ბევრი ნევროლოგიური პრობლემა შეიძლება გამომდინარეობდეს აქედან. რაიმე მედიკამენტით არასწორად მკურნალობით, ვთქვათ და ა.შ., – განაცხად შალვა ხაჭაპურიძემ.

კლინიკა “ვივა-მედის” დირექტორი კი ირწმუნება, რომ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით მათი კლინიკის ექიმებს ეჭვი არ გასჩენიათ:

ჩვენგან არ გაჩენილა მსგავსი ეჭვი. არც იყო კლინიკური მიმდინარეობა და სიმპტომატიკა დამხასიათებელი რაიმე ინტოქსიკაციისთვის. ნამდვილად არ ყოფილა ასეთი მოთხოვნა. მაინც შეიძლება ჩატარდა კვლევა. ჩვენ როდესაც გვყავს პაციენტი. ვიტამინოზზე. ძალიან სპეციფიკური საკითხია ვიტამინოზთერაპიაზე შეიძლება გადავამოწმეთ ვიტამინების შემცველობა სისხლში. ამას გულისხმობს. ვერ ერკვევა ადმაიანი მედიცინაში და აკეთებს სრულაიდ გაუმართლებელ დაკსვნებს, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

Cesko