ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე საკუთარ დამოკიდებულებას სოციალურ ქსელში აფიქსირებს და უკრაინის პრეზიდენტის შესახებ წერს:
“რატომ არ აგინებ ოცნებასო , პოზიცია არ შემიცვლია, ბევრი რამ არ მომწონს ისევ, მაგრამ გავაანალიზე რა, რომ ოპოზიცია ბერად უარესი გვყავს, საერთოდ გავჩუმდი. დავიღალე ამ ორ პოლუსზე ფოკუსირებით. არც ზოგიერთივით მიდამ ნეგატივის ნთხევა მიზიდავს. თან უაზროდ რამეს რო ცვლიდეს ოქ. პანდემიასთან მიმართებაში პრემიერმა კი, დაიწერა ჩემს თვალში დიდი პლიუსი. ასევე ვეთანხმები, რომ ომი არ უნდა დაიწყოსსაქართველოში, რადგან მიმაჩნია, რომ ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა კოდევ ერთ ომს. ან უბრალოდ არ მინდა და მორჩა. რა პლიუსი დაიწერა ოპოზიციამ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში? მხოლოდ მინუსის მინუსი. ადრე ინგასთან ვთქვი გადაცემაში, ცალმხრივი პროტესტი უბრალოდ მოსაბეზრებელია როცა არც არაფერი არ იცვლებათქო. და მომბეზრდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხალხისთვის და არა პოლიტიკური ფიგურებისთვის. მოკლედ არ ვიღლი თავს იმით, რაშიც ტყუილად ვხარჯავ ენერგიას. ვერ ვიტან ზელენსკის, რადგან მგონია რომ .. ამასაც ჩემთვის შევინახავ. არავითარი მესამე ძალა ჩემთვის არ არსებობს. ყველა თავისი სკამისთვის იჭიმება. ვერ ვიტან პუტინს (დიდი ხანია) რადგან მიმაჩნია, რომ იყო არის და იქნება ჩვენი მტერი. უკრაინელი, რომელიც ომს გამოექცა და რუსი, რომელიც ომს გამოექცა, ჩემთვის ერთიდაიგივენაირად ადამიანია, რომელსაც არ უნდა ომი. როგორც იცით, არასდროს მიფიქრია მოდურად მეფიქრა, ან რასაც ყვირიან, იმან ჩემი აზრი ჩამიხშოს. არ მახსენდება ერთი ოპოზიციონერი, რომელმაც დაიცვა 70% უფლება, როცა ძალით მოითხოვდნენ საცდელი ვაქცინის გაკეთებას. ამიტომ ძაან მკიდია მთელი ოპოზიციური სპექტრი. ხოდა ვერ ვხვდები რას ითხოვთ, რა დავპოსტო პოლიტიკაზე?
პ.ს. ჩემი ერთადერთი სამსახური ისევ ჩემი შვილების მძღოლობაა. ასე რომ არსად დამიწყია სამსახური და მეტიც, გადაცემის გაკეთებასაც კი ვერ ვახერხებ, რადგან როგორც იცით, პროექტი რომ მიიტანო, დაფინანსება ან მართლა პატრონია საჭირო
ყველა კითხვას გავეცი პასუხი? “, – წერს სიჭინავა.