მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს

0
331
28 Views

საქართველოს ევროპულ მომავალზე, კანდიდატის სტატუსი მინიჭების მნიშვნელობაზე, რეფორმების გზასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მაკა ბოჭორიშვილი კოლეგებს ავსტრიაში ესაუბრება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ზალცბურგის ევროპის სამიტში მონაწილეობს.

„საქართველოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს, ეს არის საკმაოდ ბევრ რეფორმაზე დაფუძნებული გზა, რომელიც მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას მოითხოვს ყველა მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოსგან, არამედ უკრაინისა და მოლდოვასგანაც. შესაბამისად, ამ პროცესში, მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა სამივე ქვეყნის მიმართ“, – აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა ზალცბურგის ფორუმზე, რომლის მთავარი თემა იყო – „ევროკავშირის ახალი გაფართოება – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა“, რომელსაც ევროპარლამენტის და ევროკომისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ვიზიტის მიზანია ევროპის პოლიტიკური წრეებისთვის ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების მნიშვნელობის შესახებ საქართველოს პოზიციის გაცნობა, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ევროპელი პარტნიორების ინფორმირება.

Cesko