სამტრედიაში 23 ლანა დარჯანია გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.
როგორც ცნობილი ხდება ლანა დარჯანიამ ოპერაცია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 4 დღის წინ გაიკეთა. ახლობლები ამბობენ, რომ ლანას გუშინ სისხლდენა დაეწყო და სასწრაფო გამოიძახეს. ლანა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.როგორც კლინიკაში აცხადებენ, გარდაცვლილმა ოპერაცია მათ კლინიკაში 19 ოქტომბერს გაიკეთა, ოპერაციამდე მას ჩაუტარდა კვლევები და ამ კვლევებმა ექიმს საშუალება მისცა, რომ ოპერაცია ჩატარებულიყო. ოპერაციას არანაირი გართულება არ მოჰყოლია. გოგონა კლინიკაში დაყოვნდა ერთი დღე და მეორე დღეს ყოველგვარი გართულების გარეშე გაეწერა.
დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
“სისხლდენა დაეწყო მოულოდნელად გლანდების ოპერაცია გაიკეთა და..” – ნახეთ 23 წლის გოგონა ახლახანს ტრაგიკულად დაიღუპა. ტირის მთელი ქალაქი
37 Views