“როდესაც ნიკამ სამებაში ნელი გამაცნო მასში მტაცებელი დავინახე”- მოძღვარი, რომელმაც ბასილაშვილს და დოროყაშვილს ჯვარი დაწერა

0
473
22 Views

მოძღვარი თამაზ ბიჩინაშვილი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილს და ნეკა დოროყაშვილს ჯვარი დასწერა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, როდესაც ნიკოლოზმა ნეკა გააცნო, მასში თავიდანვე დაინახა მტაცებელი.

„სანამ ნიკა „იმას“ ცოლად მოიყვანდა ორი წლის განმავლობაში ხშირი ურთიერთობა მქონდა როგორც მოძღვარს სულიერ შვილთან და მეგობართან. როდესაც ნიკამ სამებაში ნელი დოროყაშვილი გამაცნო მასში მტაცებელი დავინახე. სამწუხაროდ ვერაფერს შევცვლიდი. ნიკას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და ჯვრისწერის დღეზე შესათანხმებლად იყვნენ მოსულნი. ეს იყო გულუბრყვილო ბიჭის შეცდომა. მადლობა ღმერთს და ქალბატონ მოსამართლეს. ყოფილი მეუღლის ბრალდება ჩემთვის თავიდანვე ნონსენსი და ფანტასტიკის სფერო იყო. ნიკა ზედმეტად კეთილშობილი და გულწრფელი ადამიანია. მას ყველაზე ცოტა 5 წელი შეუძლია ჩოგბურთის უმაღლეს დონეზე თამაში და ტოპ-15-ში დაბრუნება, რასაც თავდაუზოგავი შრომა და ვარჯიში სჭირდება. ჯანი და მხნეობა ნიკა! შენ შეგიძლია“, – წერს თამაზ ბიჩინაშვილი.

Cesko