DEMNA: ისეთ ქვეყანაში ვიზრდებოდი, სადაც ვერ ვიტყოდი, რომ გეი ვარ

0
557
21 Views

New York Times Style Magazine-მა ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელთან, Demna-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც დიზაინერთან მის კარიერაზე, ოჯახზე, აფხაზეთის ომსა და მოდაზე ილაპარაკეს.

ამასთან ერთად, ინტერვიუ შეეხო დემნა გვასალიას სექსუალურ ორიენტიციასაც, რაზეც მან თქვა, რომ საქართველოში მკვლელობების მუქარების გამო ვერ ბრუნდება.

“მისი სექსუალური ორიენტაცია ისეთი რამ არის, რასაც დემნა ხმაში შეპარული სევდის გარეშე ვერ განიხილავს. ადრეული ურთიერთობა სამეზობლოში მყოფ მეგობართან მოულოდნელად დასრულდა ოჯახის წევრის მიერ მათი დანახვით და დემნას ბიჭის ხელახლა ნახვა აეკრძალა. პირველი კაცი, რომელიც მას შეუყვარდა – “მასწავლა, როგორ მყვარებოდა ის”, იძახის დემნა, “სამწუხაროდ, არა ის, როგორ მყვარებოდა საკუთარი თავი”. თუმცა, ყველაზე შეურაცხმყოფელი ის არის, რაც არ მომხდარა: “საქართველოში ვერ დავბრუნები, რადგან ადამიანები მოკვლით მემუქრებიან… მათ შორის არის ბიძაჩემი”. – წერია სტატიაში.

სტატიაში ასევე მოთხრობილია, რომ დემნა გვასალიას 32 წლამდე მშობლებისთვის არ უთქვამს, რომ გეია, მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის ასაკში შეყვარებული ჰყავდა. გვასალიამ გამოცემას ასევე მოუყვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც “კრიმინილთან დაკავშირებულ” ადამიანთა ჯგუფს დაუმეგობრდა, რომლებმაც სავარაუდოდ იცოდნენ, რომ ის გეი იყო, თუმცა არ ადარდებდათ.

“ვიზრდებოდი ისეთ ქვეყანაში, სადაც ვერ ვიტყოდი, რომ გეი ვარ და ყოველთვის ვცდილობდი, რომ მკაცრ ადამიანს დავმსგავსებოდი, რომელსაც შეეძლო ისეთ სამეზობლოებში გადარჩენა, რომლებშიც მე ვცხოვრობდი. თუმცა, თავს შინაგანად ასეთად არ ვგძნობდი”. – ამბობს დემნა გვასალია.

Cesko