ვიდეო: ჩვენ მოგვიწევს საქართველოში ძალის პროეცირება და ქართველების დახსნა – არესტოვიჩი

0
598
25 Views

ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ერთ-ერთ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ გავითვალისწინებთ საქართველოში პრორუსულ ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ანგრევს ყველაფერს, რაც შექმნა სააკაშვილმა, ისევ დააბრუნა კორუმპირებული პოლიცია, ისევ ყველაფერი იყიდება, ეს ყველაფერი აგიჟებს საქართველოში დარჩენილ პატრიოტებს, რომლებიც სიმწრით თმებს იგლეჯენ.

ამდენად, ჩვენ მოგვიწევს იქ ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების დახსნა, მოგვიწევს მოლდოვას, სომხეთის შველა, ყველას შველა. ეს კარგი ამბავია. ჩვენ გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი, რომელთაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქმე გამოუჩნდება უახლოეს მომავალში. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ეგიდით, მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციაზე მიმართული და ჰუმანიტარული ოპერაციები, ყველაფერი უზრუნველყოფს წესრიგის დამყარებას,”- განაცხადა არესტოვიჩმა.

Cesko