„ემიგრანტობა არ უნდა იყოს რომანტიზებული, ეს არის ღალატი!” – დომენიკ მანგო

0
378
24 Views

სამოქალაქო აქტივისტი, კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ემიგრანტობა არ უნდა იყოს რომანტიზებული ტელევიზიების მიერ.

“რომ მიდიხართ ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში, რა გგონიათ ეს ქვეყნები თავისით შედგა ასეთებად? გაიქცნენ მოქალაქეები ქვეყნიდან და თავისით აშენდა გგონიათ? უბრძოლველად, უპრობლემოდ, ყოველგვარი, უმოქმედობის გარეშე? ქართველი გამოსავალს ხო გაქცევაში ხედავს, ეს ასე იყო ოდითგანვე, ომებშიც.

რა გვამარცხებდა თუ არა გაქცევა და ღალატი. ღალატია, აბა, რა არის, როცა საკუთარ ქვეყანას მიატოვებ, თურმე ეკონომიკა და სოციალური მდგომარეობა არ მოსწონს და გამოსავალი რა არის? უნდა ჩაალაგოს ჩანთა და უნდა წავიდეს სხვის მიერ აშენებულ ქვეყანაში და რა დღეშია დღეს საქართველო საერთოდ, იცით ემიგრანტებმა? და ამასთანავე ტელევიზიები რომ აგრძელებენ ემიგრანტების რომანტიზებას, თურმე როგორი სევდიანია. ეს სევდიანი კი არ არის, ღალატია! ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ამ ქვეყნის დატოვება არის ღალატი, რადგან აღარ ვგავართ ქვეყანას. თქვენს ადგილას სხვები დგებიან, არავინ არ თქვას, რომ რამე მიზეზი არსებობს საკუთარი ქვეყნის მიტოვების. თუ შენს ქვეყანაში არ მოგწონს მდგომარეობა, ამას ბრძოლა სჭირდება, ისე უნდა შექმნა როგორიც მოგწონს”, – ამბობს დომენიკ მანგო.

Cesko