რა საჩუქარი გაუკეთეს მებაღეს, რომელმაც შადრევნიდან ორი ბავშვი გამოიყვანა

0
958
19 Views

დღეს დევი მეზურნიშვილის შესახებ მთელი საქართველო ლაპარაკოს, მეტიც – სოციალურ ქსელში რამდენიმე ადამიანმა მიმართვაც კი გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიისას გამოჩენილი გმირობა და მებაღე, რომელმაც ბავშვები სიკვდილს გადაარჩინა, რაიმე სახით წაეხალისებინათ.

როგორც თავად დევი მეზურნიშვილმა ambebi.ge-სთან მიცემულ კომენტარში აღნიშნა, მისთვის ეს წამოწყება მოულოდნელი აღმოჩნდა:

“არ ვი­ყა­ვი საქ­მის კურ­სში, არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ჩემს ან­გა­რიშ­ზე თან­და­თან თან­ხე­ბი რომ ირი­ცხე­ბო­და. ვერ გა­ვი­გე, ან­გა­რი­ში სა­ი­დან იცოდ­ნენ, ვინ და რო­გორ გა­ავ­რცე­ლა… მერე “ტვ პირ­ვე­ლი­დან” და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, ეს ჩვენ გა­ვა­კე­თეთ, ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით, თქვენს მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბა რომ გა­მო­ე­ხა­ტა­თო. ვუ­თხა­რი, რომ არ იყო სა­ჭი­რო. ნეტა, ის გო­გო­ნა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ამით უფრო ვი­ა­მა­ყებ­დი და ეს იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის სა­ჩუ­ქა­რი-თქო. არა, არა­ფე­რია, არ იუ­ხერ­ხუ­ლოთ, ოჯახს მო­ახ­მა­რეთ, ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და ასეო. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, მაგ­რამ არ იყო სა­ჭი­რო…

ფუ­ლის გუ­ლის­თვის არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, ამა­ზე რო­გორ უნდა მე­ფიქ­რა, ბავ­შვე­ბი იღუ­პე­ბოდ­ნენ და მათ გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვე­დი წყალ­ში.

თვი­თონ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში იქეთ ვრი­ცხავ­დი, რაც შე­მეძ­ლო. ამ თან­ხით კი­დევ უამ­რავ გა­ჭირ­ვე­ბულს და­ვეხ­მა­რე­ბი. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, უბ­რა­ლოდ, არ იყო სა­ჭი­რო, ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვის­თვის არა­ფე­რი მი­თხო­ვია, არა­ვინ ჩათ­ვა­ლოს, რომ ეს ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, ან საქ­მის კურ­სში ვი­ყა­ვი. წლე­ბის მან­ძილ­ზე ქი­რით ვცხოვ­რობ ერთ პა­ტა­რა მოჭყუ­ნულ ოთახ­ში და ხელ­ფა­სის ნა­ხე­ვარს ქი­რა­ში ვიხ­დი­დი, მაგ­რამ მა­ინც არ მინ­დო­და ასე მომ­ხდა­რი­ყო. ასე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობ, არას­დროს არა­ვის­თვის არა­ფე­რი შე­მი­ჩივ­ლია და მი­თხო­ვია, რა­საც ვშრო­მობ­დი, ცოტა იყო თუ – ბევ­რი, იმით ვკმა­ყო­ფილ­დე­ბო­დი. უფ­ლის წყა­ლო­ბა არ მოგ­კლე­ბო­დეთ ყვე­ლას”, – აცხადებს დევი მეზურნიშვილი ambebi.ge-სთან საუბრისას.

Cesko