ყოფილი დეპუტატი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე წერს.
“რა მარიტას ქანდაკება!
რა ფულის შეგროვება დევი მეზურნიშვილისთვის!
ასე ყველაფრის გაბანძება როგორ შეიძლება, ხალხო!
ამას მერიაც გააკეთებს, თუ ჩათვლის რომ საჭიროა და რა მერე?! რა?!
ზუსტად იმიტომ რომ ოთხი შვილი ჰყავს,
ზუსტად იმიტომ რომ მართლა უამრავ ბავშვს დახმარებია…
და კიდევ ზუსტად იმიტომ რომ ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ამ ავადხსენებული შადრევნის ფონზე სწორედ მისი – კახა კალაძის ზეიმი იყო და ამ ზეიმის მერე მივიდნენ იქ ბავშვები გასართობად, აი ზუსტად ამიტომ ალბათ კახა კალაძისთვის ბევრად ადვილი იქნებოდა ცხოვრების გაგრძელება, თუ გადადგებოდა.
ეს ჩემი გადმოსახედიდან…
მან ეს არ (ვერ) გააკეთა.
მისთვის იყო კარგი გადადგომა, მის ცხოვრებას შეცვლიდა უკეთესისკენ, თორემ ამ ქვეყნის უბედურების სათავე კახა კალაძე რომ არ არის და მხოლოდ მისი შეცვლით რომ არაფერი შეიცვლება, ეს არ ვიცით?!
ეჰ…”, – წერს ირინა სარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეეწირა.