ძმებმა 40 წლის კაცი ჯერ მაგრად სცემეს და მერე დანით დაჭრეს – გადარჩა თუ არა დაჭრილი

0
450
34 Views

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე მდებარე “ჰაიდელბერგ” ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცი დაჭრეს.

“ინფო რუსთავის” ცნობით, რუსთავი-გარდაბნის გზაზე სისხლიანი დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა ძმებმა კაცს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ქვედა კიდურის არეში დაჭრეს და ადგილიდან მიიმალნენ. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კლინიკა ჯეო-ჰოსპიტალსში გადაიყვანა. როგორც კლინიკაში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რუსთავის პოლიციამ საქმეზე ერთ-ერთი ძმა უკვე დააკავა, მეორე ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით კი, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

ინფო რუსთავი

Cesko