სკანდალური წერილი – რატომ დაიშალა 14 ოქტომბრის აქცია და რას ითხოვდა 13 ოქტომბერს სააკაშვილი?

0
238
16 Views

მოძრაობა “საქართველოს” წევრი, გიორგი მუმლაძე:

ზუსტად ერთი წლის წინ 2012 წლის 14 ოქტომბერს ყველაზე დიდი ოპოზიციური მიტინგი გაიმართა, დაახლოებით 70 000 კაცი შეიკრიბა. შანსი იყო იმ დღეს ხელისუფლების შეცვლის და ეს შანსი გავუშვით ხელიდან, უფრო სწორედ პროცესების დაწყების შანსი იყო. მანამდე იყო 20 ივნისი, გავრილოვის ღამე რომ მოგვიწყვეს, ამ ხელისუფლებისთვის არ უნდა მიგვეცა დარჩენის საშუალება, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

მინდა ხალხმა იცოდეს რა მოხდა შარშან

2021 წლის 14 ოქტომბრის აქცია, თავისუფლება მიშას გაიმართა ჩვენი აქტიური ჩარევით. პარტიას ჰქონდა ინტერესი, აქცია გამართულიყო თვის ბოლოსკენ. ჩვენ პირდაპირ ვუთხარით, თუ არ გამართავთ ამ აქციას, მაშინ ჩვენ დავაონგარიზებთ. უკრაინიდან სააკაშვილის მეგობრები მზად იყვნენ აღმოეჩინათ მინიმალური დახმარება. აქციის დასაორგანიზებლად წავედით ბათუმში, სადაც უნდა გვენახა ადამიანი. შუა გზაზე დაგვირეკა ნიკა მელიამ, აი, ხვალ 3 საათზე გვაქვს შეხვედრა პოლიტსაბჭოში, მოდით, დავილაპარაკოთ. რომ ვუთხარით, თუ თქვენ არ გააკეთებთ, ჩვენ გავაკეთებთ, პარტია მაშინ დაფაცურდა. ჩავედით ბათუმში, შევხვდით იმ ადამიანს და მაშინვე დავბრუნდით უკან. 3 საათზე მივედით ნაციონალური მოძრაობის ოფისში, სადაც გადაწყდა, რომ 14 ოქტომბერს უნდა ყოფილიყო აქცია.

ამ პერიოდში, მე და ჩემ მეგობრებს გვქონდა მიმოწერა მიხეილ სააკაშცვილთან, პირდაპირ ვეუბნებოდით, რაა დასამალი, მეორე ტურებს აზრი არა აქვს, თქვენი თავისუფლების საკითხი თუ არ იქნება წინა პლანზე წამოწეული. სააკაშვილმა 10 ოქტომბერს გამოაგზავნა ჩვენთან წერილი, სადაც გვეთანხმებოდა რომ ამ 14 ოქტომბრის აქციას უნდა ჰქონოდა გაგრძნობადი ხასიათი და ქუჩის პროტესტი იყო ის, რაც შეცვლიდა, სააკაშილის აზრით მოვლენებს და ეს წერილი მოიტანა ჩვენთან ეკა ხერხეულიძემ.

12 ოქტომბერს გამოგზავნა ბექა ბასიალაის ხელით მიერ წერილი, სადაც ადასტურებდა, 14 ოქტომბერს მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და ბრძოლა ყოფილიყო ბოლომდე, ეს იქნებოდა საარჩევნო კამპანია. სააკაშვილის თავისუფლება უნდა ყოფილიყო წინა პლანზე და არჩევნებამდე ძალის დემონსტრირება უნდა მოგვეხდინა. ეს წერილები იყო პირადად ჩვენთვის გამოგზავნილი.

პარტიაში გაიგეს, რომ სააკაშვილმა წერილები გამოგვიგზავნა და ამის შემდეგ დაიწყეს მისი გადარწმუნება… 13 ოქტომბერს ღამე ვიღებ წერილს აკო მინაშვილისგან.

მიხეილ სააკაშვილი დააჯერეს რომ პარტია იყო მეორე ტურებისთვის მზად და პარტიის გეგმით უფრო მალე მოხდებოდა მისი გათავისუფლება. თუ სააკაშვილი 13 ოქტომბრამდე გვეუბნებოდა, რომ ქუჩის აქცია არ უნდა დაიშალოს და გაგრძელდეს, 13 ოქტომბვრის წერილში თქვა ასეთი რამე, ძალიან მნიშვნელობანია აკოსთან შეათანხმოთ დეტალებიო, განსაზღვროთ ხალხის რაოდენობა, მუხტიო და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება, ისე რომ არ გამოჩნდეს რაიმე კონფლიქტი გვერდიდან და შეცდომა არ დაუშვათო. ამითი გვითხრა, პარტიასთან შეთანხმდითო და თუ ბევრი ხალხი მოვაო, ეს პროტესტი გაგრძელდებაო.

ეს წერილი როგორც კი მივიღეთ, 14 ოქტომბერს ვხვდებით აკო მინაშვილს და ვეუბნებით, აკო, რა ვქნათ? მოგვწერა, რომ შენთან გავიაროთ კომუნიკაცია. მისი პირველი ემოცია იყო, ეს არ გამოვა. რა არ გამოვა? წარმოუდგენელი იყო, რატომ ამბობ-მეთქი, რომ ეს არ გამოვა? საღამოს აქციაა, ხალხის რაოდენობა რამდენი მოვა მაგაზეა ბევრი რამე დამოკიდებული, როცა პირველ საათზე გვითხრა, რომ არ გამოვა აქციების განგრძობა, ეჭვი გაჩნდა რომ პარტიის გადაწყვეტილებას გვეუბნებოდა, რომელიც უკვე მიღებული ჰქონდათ და იმას კი არ ელოდებოდნენ, რამდენი ადამიანი მოვიდოდა.

პირდაპირ გეტყვით – არ ელოდნენ რომ ამდენი ხალხი მოვიდოდა, დაორგანიზებულ ნაწილში მაქსიმუმ 35 პროცენტი იყო, დანარჩენი იყო თვითდინებით მოსული.

სცენის უკან გავიყვანეთ აკო მინაშვილი, როგორც მიხეილ სააკაშვილის დასახელებული პირი. ვუთხარით, ამ ხალხს ხედავ? – კიო, ვხედავო. შესაბამისად, უნდა გავაკეთოთ მოწოდება, რომ, ხალხი დარჩეს აქ და გავაგრძელოთ ბრძოლა. მისგან იყო კატეგორიული უარი, პარტიის სახელით საუბრობდა, ნიკა მელიას ახსენებდა – ამბობდა, რამე შეცდომა არ დავუშვათ მეორე ტურების წინო. ამ ლაპარაკს დაადასტურებს ალიკა კუპრავა, ნიკა ნარსია, ალბერტი მერებაშვილი, კახა კვეკვესკირი და სხვები. ალბერტ მერებაშვილმა ჰკითხა – თქვენ გაგვემიჯნებით მაგას ამბობთო და კი, გაგემიჯნებითო, წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა. ამხელა აქციაზე, ეუბნები ბრძოლას და გეუბნება პარტია, არ მოგყვებითო.

როგორც ჩანს, რაც შესთავაზეს მიხეილ სააკაშვილს, ეგ თქვა მერე ნიკა მელიამ – ჩართეთ და ნახეთ, 14 ოქტომბერს ნიკა მელიამ თქვა, მეორე ტურებისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე და თუ გაბედავენ და მოგვპარავენ არჩევნებს შევიკრიბებით აქ და ვიდგებით მანამდე, სანამ არ დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილს.

გამოვიდა ისე, რომ რაც სააკაშვილმა მოგვწერა გეგმა, რომ უნდა ყოფილიყო ქუჩის აქციები, ამაზე ნაციონალური მოძრაობისგან მიიღო უარი, უთხრეს, ამ ხალხს გავემიჯნებით, არ გვინდა, ჩვენ გვაინტერესებს მეორე ტურები და მერე ვიბრძოლებთო.

მარტო აკო მინაშვილთან არ იყო ეს კომუნიკაცია, ალექს მინორავამ პირდაპირ ნიკა მელიას უთხრა, ამ ხალხის დაშლით უდიდეს შანსს ვკარგავთო და ნიკა მელიას პასუხი იყო – თუ ჩვენ ამ ხალხს დავტოვებთ და გავაგრძელებთ ქუჩის ბრძოლას, ამით ყველაზე დიდ საჩუქარს გავუკეთებთ ბიძინა ივანიშვილსო.

სანამ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდოდა, კიევში ვიყავი და მაშინ ის თავისთავად განიხილავდა, რომ პარტია მის გვერდით დადგებოდა, მაგრამ მთხოვა მაქსიმალურად მომეხდინა იმ ხალხის ორგანიზება, ვინც მისი მომხრეა, მაგრამ არ აქვს პარტიასთან კონტაქტი. ის ხალხი, ვისთანაც ჩავედით, მთელი საქართველო მოვიარეთ, იქ იდგა, თავისუფლების მოედანზე. ეს ხალხი მართლა თავისით კი არ გაჩნდა.

ნიკა მელიასთან ჩვენი კონფლიქტი დაიწყო სწორედ 14 ოქტომბერს. მიუხედავად იმისა, რომ 14 ოქტომბერს ჩვენ წინააღმდეგ გადადგით ნაბიჯი, ყველაფერში მოგყევით, ყველგან ვიდექით – ხომ არ გაამართლა? ესე იგი არ ვარგა ეს მენეჯმენტი. შეიძლება არ მოგწონდეს სააკაშვილი, მაგრამ მისი თავისუფლება ქვეყნის მომავლისთვის მჭირდება, მსოფლიო მაგას გვეუბნება, პუიტინის პატიმარიაო, პუტინი მსოფლიოს ნომერ პირველ მტრად ჰყავს დღეს და მის ოპონენტებს იცავს და თუ მაგისთვის არ იბრძვი, ესე იგი არც დასავლური ღირებულებებისთვის იბრძვი,

გამოვიდა, რომ გეგმამ. რაც შესთავაზეთ სააკაშვილს, არ იმუშავა, ზის ციხეში და ექიმის შესვლას ვიხვეწებით. 14 ოქტომბერი რომ გამოგვეყენებინა შანსი, არ მოკლავდნენ ნუგზარ ფუტკარაძეს, არ მოკვდებოდა ჩვენი მეგობარი ჯაბა ქამადაძე, რომელიც წასასვლელი გახდა ამ ქვეყნიდან და მშენებლობაზე მუშაობით აგროვებდა წასასვლელ ფულს, არ დავკარგავდით ევროინტეგრაციის შანსს და ბევრს შანსს ასე მივტირით. რისი გადამდგომები არიან, რაზე საუბრობთ, გახარიამ დაგვხოცა, 9 აპრილი მოგვიწყო და პრემიერად დაგვისვეს და მაგ გახარიასთან უშუალოდ ნიკა მელიას პასუხისმგებლობაა, რომ შექმნა კოალიცია და მერე იტყვის, რატომ არ მენდობა ხალხიო – იმიტომ რომ სიტყვა გატეხე.

ამის მერე თუ კიდევ დაიწყებთ, რომ აი, სუსის ხალხი ვართ და ა.შ. არ გრცხვენიათ მაინც? მაინცდამაინც ის მიმოწერები გამოვიტანოთ რაც სააკაშვილთან გვქონდა? გამოდის თქვენი პარტიის ლიდერს კომუნიკაცია სუს-ის ხალხთან ჰქონია და სულ დაღუპულხართ მაშინ.

ხალხი დაგცინით. გადით ხალხში, ტოლობის ნიშანს გისვამენ თქვენ და ქოცებს, ტრაგედიიდან ტრაგედიამდეა თქვენი აქტივობა. სანამ წალენჯიხის მერს მანქანა არ დაუწვეს, ნაც მოძრაობის ლიდერი გამქრალი იყო და მერე იძულებული გახდა რაღაცა ეთქვა.

გეგმა არ იყო და რა გვექნაო, გეგმა იყო – ეს იყო აქციის არდაშლის გეგმა, რომელიც უნდა შეგვესრულებინა ნაციონალურ მოძრაობას და მოძრაობა საქართველოს. 14 ოქტომბერს, ამ გადასახედიდან, ალბათ, უნდა გვემოქმედა, შეიძლება კონფლიქტი გამოჩენილიყო, მაგრამ ამ ჭაობს მაინც აჯობებდა. არჩევნებს დაველოდოთ და მერე ვიბრძოლებთ, ამას სჯობდა, კონფლიქტში შევსულიყავით ყველასთან, ის მაინც გვეცოდინებოდა, რომ ვცადეთ… მაგრამ შებოჭილები ვიყავით სააკაშვილის წერილით, რომელიც ამბობდა, კონფლიქტში არ შეხვიდეთო. ამ წერილს დავდებ – ქართველი ხალხი იმსახურებს სიმართლეს.

Cesko