სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ვაკის პარკში, ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ოჯახს უსამძიმრებს.
,,მარიამ (მარიტა) მეფარიშვილის მშობლებსა და ახლობლებს,
ბატონო დავით, ქალბატონო ანა,
დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, – სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს;
მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა. ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის.
ღმერთი იყოს თქვენი შემწე.
პატივისცემით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.