„სულხან მოლაშვილის წამება არის გამოგონილი“ – დაპირისპირება ნაცმოძრაობის წევრს და პროფესორ ოთარ ნიშნიანიძეს შორის

0
759
20 Views

გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ერთმანეთს, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა წამალაშვილი და პროფესორი, ომარ ნიშნიანიძე დაუპირისპირდნენ. წამალაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირებს და სულხან მოლაშვილის წამების ამბავი მოგონილია.

„წახვედით ისევ 9 წელში. ძალიან ცუდად სპეკულირებთ გარდაცვლილი ადამიანის სახელით და გვარით, სულხან მოლაშვილის წამება არის გამოგონილი, მითი, რომელიც გამოიგონეთ თქვენ, გამოიგონეთ ეს მითი“, – განაცხადა ეკა წამალაშვილმა.

პროფესორ ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას ეს მოვლენები არ დავიწყებია და ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს.

„არავის არაფერი არ დავიწყებია, ყველას ყველაფერი ახსოვს, სძულხართ საქართველოს უმეტესობას, ეშინიათ კიდეც თქვენი დაბრუნების. ისე, როგორც ღორი არ გადაეჩვევა ერთი რაღაცის ჭამას, ისე თქვენ ვერ შეეშვებით ამას“, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

Cesko