22 Views
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, შალვა ბერძენიშილი გარდაიცვალა – ინფორმაციას ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
„სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, სამხარეო ადმინისტრაცია, მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის, შალვა ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველას რომელთაც ასე ძალიან უყვარდათ.
მან ძალიან ბევრი გააკეთა სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის, ქვეყნისთვის.
იყო საქმისადმი სიყვარულით, ერთგულებით, პროფესიონალიზმით, მაღალი პასუხისმგებლობით გამორჩეული.
დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის,რეგიონისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
შალვა ბერძენიშვილი რწმუნებულის მოადგილის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა.