გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
გაირკვა, თუ რომელი ქვეყნები იქნებიან საქართველოს ნაკრების მეტოქეები.
საქართველო A ჯგუფში მოხვდა და ჩვენი ქვეყნის მეტოქეები ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია და კვიპროსი იქნებიან.აღსანიშნავია, რომ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2023 წლის 23 მარტს დაიწყება.
მთლიანობაში კი ასეთი ჯგუფები შედგა:
A ჯგუფი: ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი.
B ჯგუფი: ნიდერლანდები, საფრანგეთი, ირლანდია, საბერძნეთი, გიბრალტარი.
C ჯგუფი: იტალია, ინგლისი, უკრაინა, ჩრდ. მაკედონია, მალტა.
D ჯგუფი: ხორვატია, უელსი, სომხეთი, თურქეთი,
E ჯგუფი: პოლონეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, ფარერები,
F ჯგუფი: ბელგია, ავსტრია, შვედეთი, აზერბაიჯანი,
G ჯგუფი: უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი,
H ჯგუფი: დანია, ფინეთი, სლოვენია, ყაზახეთი,
I ჯგუფი: შვეიცარია, ისრაელი, რუმინეთი, კოსოვო,
J ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლუქსემბურგი.