“ხომ არ გგონიათ, რომ ეს ხალხი მელიას დაბმული ჰყავს სადმე ფერმაში და როცა უნდა გამოუშვებს და როცა უნდა არა!” – მიქაია

0
395
22 Views

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია:

,,ნიკა მელია, სასწრაფოდ გამოიყვანე ხალხი გარეთ!”-აი ასეთ ტექსტებს რომ ვკითხულობ 2 კითხვა მიჩნდება სულ!

1. თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ეს ხალხი მელიას დაბმული ჰყავს სადმე ფერმაში და როცა უნდა გამოუშვებს და როცა უნდა არა!

2. გამოსვლა გინდათ ვინმეს საპროტესტო აქციაზე და მელიამ დაგიშალათ? გითხრათ არ გამოხვიდეთო?

პ.ს. ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ გუშინ სად იყავით ეს ხალხი? რატომ არ მოხვედით ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც მიშასთან ექსპერტების შეშვებას ვითხოვდით?

დიახ! მიშას სჭირდება ახლა ჩვენი გვერდში დგომა! მაგრამ ნამდვილად გვერდში დგომა სჭირდება და არა ის, რომ ტრაკის აწევა გვეზარებოდეს, დიდუბეში მისვლა არ გვინდოდეს და მერე ნიკას და პარტიას ვლანძღავდეთ პოსტებში!

ფარისევლობაა ეს მეგობრებო და მეტი არაფერი! ხალხი გამოიყვანეო წერთ და თავად აქციაზე არ მოდიხართ!

მიშას სიცოცხლე არის გადასარჩენი და ვისაც გულით გინდათ ეს ყველაფერი, ამ მთავარ მიზანზე ვკონცენტრირდეთ და არა საკუთარი უმოქმედობის(და ზოგიერთ შემთხვევაში უსინდისობის) ნიკა მელიაზე და პარტიაზე გადაბრალებაზე!”

Cesko