„დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს ახალი რეალობა“ – სერგეი ლავროვი

0
462
27 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ და ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ ჩატარებული „რეფერენდუმები“ სრულად შეესაბამება გაეროს წესდებაში დადგენილ პრინციპებს.

„ასეთი ნაბიჯი სრულად შეესაბამება ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპს, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდებაში, 1970 წლის დეკლარაციაში სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ, გაეროს წესდების შესაბამისად“, – განაცხადა ლავროვმა.

მან, ასევე, დასძინა, რომ „რუსეთისთვის აბსოლუტურად არ არის მნიშვნელოვანი, რომ დასავლეთის ქვეყნებმა არ აღიარონ ახალი რეგიონების რუსეთში შესვლა, მაგრამ უფრო სწორი იქნება, თუ ისინი გააცნობიერებენ ახალ რეალობას“.

Cesko