„ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის, რომ ჩვენ მართლები ვართ, სიმართლე იპოვის თავის გზას“ – სერგეი ლავროვი

0
409
24 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ქვეყნების დიდ უმრავლესობას ესმის, რომ რუსეთი მართალია, უბრალოდ ამის სათქმელად გამბედაობა არ ჰყოფნით.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, მოსკოვის წინააღმდეგ დაპირისპირების იძულება და რეფერენდუმის შედეგების არ აღიარება არაისტორიულია.

„ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას – გარანტიას გაძლევთ – მშვენივრად ესმის, რომ ჩვენ მართლები ვართ. ყველას არ აქვს გამბედაობა და ძალაც კი, რომ პირდაპირ ამაზე ობიექტურად ისაუბროს… დარწმუნებული ვარ, სიმართლე იპოვის თავის გზას“, – განაცხადა ლავროვმა.

მან აღნიშნა, რომ ახლა, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში რეფერენდუმის შემთხვევაში, ხორციელდება სცენარი, რომელიც ეყრდნობა ხალხის თავისუფალ ნებას.

Cesko