მერაბ ჭიქაშვილი: დღეს რომ მშვიდობაა იმ ფონზე, რაც ევროპის კონტინენტზე ხდება, არის ამ მთავრობის დამსახურება

0
354
46 Views

მშვიდობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მონაპოვარია. ნებისმიერ ადამიანს შეკითხვას რომ დაუსვამთ, რა გინდა შენს ქვეყანაში? – ეს არის მშვიდობა, ამის შესახებ მსახიობმა მერაბ ჭიქაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ის, რომ დღეს, დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა ეს არის დამსახურება იმ ხელისუფლების, რომელიც დღეს გვყავს. ჩვენ უნდა ვაკრიტიკოთ ნებისმიერი ხელისუფლება, მაგრამ ეს მართლაც არის ირაკლი ღარიბაშვილის და მისი გუნდის დამსახურება. ჩვენ მუდმივად გვყავს ვიღაცისტები და განსაკუთრებით მიშისტებს სჩვევიათ, რომ მაინცდამაინც უნდა დავიხოკოთ სახე და გვიყვარდეს ხელისუფლება. ერთი რაც რეალობაა უნდა ვთქვათ, რომ უნდა ვიცოდეთ შეფასების დროს, რას ნიშნავს კარგი ხელისუფლება და ვინ შეინარჩუნა ეს მშვიდობა. არავინ არ იცის ეს მუდმივი იქნება თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში დღეს რომ მშვიდობაა იმ ფონზე, რაც ევროპის კონტინენტზე ხდება, ეს არის ამ მთავრობის დამსახურება“, – განაცხადა ჭიქაშვილმა

Cesko